Сообщения

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო: " მხიარული ურნები" პროექტებით სწავლებამ საშუალება მომცა     მოსწავლეებს განუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გავზარდო სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ასევე თუ როგორ შექმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრო მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და რა დრო დავუთმო  სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.ასევე პროექტებით სწავლება  დაეხმარება  ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში,  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში და   სწავლის პროცესის გაუმჯობესებაში. . კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება შესაძლებლობას მომცემს  მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში დახმარებას.

მერვე დღე

მოცემულ მოდულში განვიხილეთ თუ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში, თჩვენ შექმენით დოკუმენტი, პრეზენტაცია ან ვებრესურსი. ასევე, დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის. ასევე გავეცანით თუ,  როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი- რუბრი კა მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით... როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ.   როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები.                                   შეფასების გეგმა ჩვენც  და მოსწავლეებსაც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის მათი სწავლის შესახებ. მოსწავლეები, შესაძლებლობების გარდა, განსხვავდებიან ინტერესების, პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით. მოცემულ აქტივობები საშუალებას მოგვცემს მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენაზე და ვიფიქრებთ, როგორ უნდა ჩართოთ ყველა მოსწავლე თემაზე წარმატებით მუშაობაში.როცა კლასში მოსწავლეების საჭიროებები გათვალისწინებულია, მათი დამოკიდებულებაც და ტესტირების შედეგებიც უკეთესია, ყველა მოსწავლეს სჭირდება მისი საჭიროებების გათვალისწინება ან ინდივიდუალური მხარდაჭერა.

მეექვსე დღე

კჯ მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. .. თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, თქვენს პროექტზე მუშაობისას შევიმუშავებთ შეფასებების გეგმას და გამოვიყენებთ  პროექტების შეფასების  ფორმებს  თქვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. ასევე შევაფასებთ მოსწავლის ნაშრომებს, შევამოწმებთ ნაშრომში შემავალ ყველა დოკუმენტს, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ… გავეცანი ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. ასევე, განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები. ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდე, დავგეგმეთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩვენი თემის ფარგლებში. ა მ აქტივობის ფარგლებში გუნდს გაუზიარეთ წინა მოდულისთვის შექმნილ პრეზენტაცია. ასევე, მივიღეთ უკუკავშირი მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შემუშავებულ შეფასების ფორმებთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის? შევქმნი  მოსწავლის ნაშრომის ნიმუშს, რომელიც დამეხმარება საპროექტო თემის ხელშესაწყობად. რათა  უზრუნველვყო მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა პროექტზე მუშაობისას

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან გამავითრებელი  შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით, მოსწავლეთა საჭიროების და  საბაზისო ცოდნის დასადგენად. გავეცანით პროექტის შეფასების  ხუთ კრიტერიუმს, შეფასების პერიოდებს, მეთოდებს და ინსტრუმენტებს. შევქმენი პროექტის საპრეზენტაციო ფაილი.